,,ჩვენ ვიკვლევთ დედამიწის მაგნიტურ ველს"
ჩვენ ხუთ გუნდად ვმუშაობთ:
- ,,ფიზიკოსები"
- ,,ასტრონომები"
- ,,ბიოლოგები"
- ,,ექიმები"
- ,,ჟურნალისტები"
თითოეული გუნდი საწყის ეტაპზე გამოვცემთ იდეის პუბლიკაციას (ბუკლეტებს), შუა ეტაპზე ვიკვლევთ, ბოლოს კი ვამზადებთ პრეზენტაციებს;
,,ფიზიკოსები"––ჩვენ ვიკვლევთ მაგნიტურ მოვლენებს და კომპასის წარმოშობის ისტორიას, დედამიწის მაგნიტური ველის წარმოშობის მიზეზებს, მის თვისებებსა და მაგნიტური ველის არსებობის დამადასტურებელ ფაქტებს";
,,ასტრონომები"––ჩვენ ვიკვლევთ რა მნიშვნელობა აქვს მაგნიტოსფეროს არსებობას ჩვენი პლანეტისთვის, რა არის პოლარული ციალი, ,,მაგნიტური ანომალიები", მაგნიტური ქარიშხალი და რა გავლენას ახდენს ის ატმოსფეროში და დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე;
,,ბიოლოგები"––ჩვენ ვიკვლევთ რა გავლენას ახდენს მაგნიტური ქარიშხალი ადამიანის ორგანიზმზე, რატომ რეაგირებს ადამიანის ორგანიზმზე მაგნიტური ქარიშხალი და როგორ იყენებენ ნავიგაციისთვის ცოცხალი ორგანიზმები დედამიწის მაგნიტურ ველს;
,,ექიმები"––ჩვენ ვიკვლევთ, თუ რა საფრთხეები არსებობს მაგნიტური ქარიშხლის დროს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რა ზომები უნდა მივიღოთ და როგორ შევამციროთ მაგნიტური ქარიშხლის მავნე ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე;
,,ჟურნალისტები"––ჩვენ მთლიანობაში ვიკვლევთ დედამიწის მაგნიტურ ველს, სხვა გუნდების მიერ გამოცემული იდეის პუბლიკაციისა (ბუკლეტების) და ბლოგზე გაკეთებული რეფლექსიების მიხედვით ვადგენთ კითხვებს პრესკონფერენციისთვის და ვემზადებით ,,ჟურნალისტების" ამპლუის მოსარგებად.
პროექტის ხელმძღვანელი: მაია თათეშვილი